четверг, 16 июня 2011 г.

proeqti

პროექტის მთავარი თემა

რიცხვის სტანდარტული ფორმა

სწავლების საფეხური
VIII- კლასი / ხანგრძლივობა 4-5 დღე
პროექტის მნიშვნელობა/
აქტუალობა
 გაეცნონ რიცხვის ჩაწერის კიდევ ერთ ფორმას.
აღმოაჩინონ ჩაწერის ამ ფორმის უპირატესობა დიდი და მცირე სიდიდეების ჩასაწერად და მათზე მოქმედებების შესასრულებლად.
პროექტის მიზნები და
შედეგები
 მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების, თანამშრომ ლობის, მსჯელობა- დასაბუთების უნარის განვითარება.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, ურთიერთთანამშრომლობას, გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ- ჩვევებს.დაამყარებენ კავშირს საგნობრივ ჯგუფებთან.ჩამოუყალიბდებათ სტანდარტული ფორმით ჩაწერილ რიცხვებზე მოქმედებათა ჩვევები.
წინასწარი ცოდნა
ხარისხი მთელი მაჩვენებლით და მისი თვისებები.
შეფასების საგანი და
პროცედურები
შეფასებისას დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი იქნება ინფორმაციის მოძიება, ჯგუფში თანამშრომლობა, მსჯელობა, პრეზენტაცია.
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო, ქიმიისა და ფიზიკის სახელმძღვანელოები, კალკულატორი, ინტერნეტი,მასწავლებლის მეთოდური სახელმძღვანელო.
poeqtis msvleloba
კლასი იყოფა თანაბარი შესაძლებლობების მქონე ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება:

I- ჯგუფი:
მოიძიონ უსასრულოდ დიდი სიდიდეები.

II- ჯგუფი:
მოიძიონ უსასრულოდ მცირე სიდიდეები.

თითოეული ჯგუფი გაეცნოს მათი ჩაწერის ფორმას. თითოეული ჯგუფიდან თითო მოსწავლემ (მათ მიერ შერჩეულმა) წარმოადგინონ მოსაზრება რიცხვის ჩაწერის სტანდარტულ ფორმასა და რიცხვის ჩაწერის სხვა ფორმებს შორის. აჩვენონ თუ რა უპირატესობა აქვს რიცხვის ჩაწერის სტანდარტულ ფორმას რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას.

Комментариев нет:

Отправить комментарий